|
2023-11-17 11:03:06, 995 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი - რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება
დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს შექმნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს გამოიყენა, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, უკრაინის რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გადაქცევა სცადა. "რუსეთმა შავი ზღვა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის 2008 წელს გამოიყენა. ომისა და ქაოსის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში. ყირიმის დაპყრობით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ... 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა სცადა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გადაქცევა და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება აგრესორს სჭირდებოდა, რათა გაენადგურებინა სურსათის მსოფლიო ბაზარი და ამით გამოეწვია ქაოსის ახალი აფეთქებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი თანამშრომლობის წყალობით ეს ყველაფერი ჩერდება. გთხოვთ, გადახედოთ რას მივაღწიეთ ერთად ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს. ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა, რომ შავი ზღვის რეგიონის ხალხებს შორის თანამშრომლობას და პარტნიორების მხარდაჭერით, სურსათის მსოფლიო ბაზარზე სტაბილურობის აღდგენა შესაძლებელია.... ჩვენ შევძელით შავ ზღვაში რუსეთისვის ინიციატივის წართმევა და უსაფრთხოების პირობების შექმნა, რომელმაც აგრესორს აიძულა გაქცეულიყო ამ ტერიტორიდან და დაემალა სამხედრო გემები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა რუსეთს არ შეუძლია გამოიყენოს შავი ზღვა, როგორც პლაცდარმი მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის. მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოს, ხალხის, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს საერთაშორისო წესრიგის დაცვას და უფრო მეტ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მსოფლიოსათვის. მადლობას ვუხდი ჩვენ მეზობლებს რეგიონში - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მოლდოვას - გლობალური უსაფრთხოების მხარეზე ყოფნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული ყოფნის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კავკასიის ყველა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს შექმნის", - განაცხადა ზელენსკიმ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)