13:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 21:53:12, 883 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი - ჩვენი რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას

ვენეციის კომისია უკვე დაახლოებით 25 წელია, მუშაობს საქართველოში და საქართველოსთან. ჩვენ ერთად გამოვიარეთ განვითარების მრავალი ეტაპი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა, სიმონა გრანატა-მენგინიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას.

„ვენეციის კომისია უკვე დაახლოებით 25 წელია, მუშაობს საქართველოში და საქართველოსთან. ჩვენ ერთად გამოვიარეთ განვითარების მრავალი ეტაპი. ჩვენს მიერ გაცემულია მრავალი რეკომენდაცია. ახლა, უახლოეს მომავალში, დეკემბერში ასევე იქნება რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება მომავალშიც, ვინაიდან საქართველო ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას“, - განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics