|
2023-11-16 13:40:25, 996 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია პაპუაშვილს - თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო
თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო, - ასე მიმართა „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვიჩიას თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ საპარლამენტო მუშაობა "სრულ ბუტაფორიად" იქცა. "რატომ ამბობს პარლამენტი უარს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე?! „პენიტენციური კოდექსის“ პროექტს - ამხელა კანონს იდეაში არ ვიხილავთ. დაისვა საკითხი, პროექტი თავებად განვიხილოთო და ამის არგუმენტაცია არავის მოუყოლებია. ასე თავებად განვიხილეთ "თავდაცვის კოდექსის" პროექტი და ამის შემდეგ ყოველდღე ცვლილებების შეტანა გვჭირდება, რადგან რაღაც საკითხებზე ნაფიქრი არ არის. რატომ არ ვიხილავთ სწორად კანონებს?! თუ ეს ასე უნდა ვაკეთოთ და კანონები წესიერად არ უნდა განვიხილოთ, მაშინ ვთქვათ, რომ 20-გვერდზე დიდ კანონს ყოველთვის თავების მიხედვით განვიხილავთ. ბატონო შალვა, იყო კანონები, როდესაც ჩვენ მართლა ინტერესი გვქონდა და გამოვხატავდით. როცა ინტერესი გვაქვს, გვაჩერებთ, იძახით, თქვენი კითხვები არარელევანტურია, დროის გაწელვას ემსახურებაო. როცა კითხვები არ გვაქვს, იძახით, კითხვები არ ჰქონდათ, მთელი 10 კანონი განვიხილეთო. საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ჩვენ სრულ ბუტაფორიად ვაქციეთ საპარლამენტო მუშაობა, განსაკუთრებით თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში. თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა, ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო", - განაცხადა ხვიჩიამ. აღსანიშნავია, რომ დავის მიზეზი სხდომაზე "პენიტენციური კოდექსისა" და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წესი გახდა. კანონპროექტს არა მუხლობრივად, არამედ თავების მიხედვით განიხილავდნენ, რაც „გირჩის" წევრმა გააპროტესტა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)