13:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 11:50:41, 889 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ყველა კვლევა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება შესაძლებელია, თუ პროდასავლური ოპოზიცია სწორად მოიქცევა

ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივი პლატფორმა 2024 წლის არჩევნებზე "მხოლოდ პირველი ადგილისთვის" იბრძოლებს.

“ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა.  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელთან", რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას - ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის!

IRI ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში, 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე "შფოთვებს"  და "ნერვიულობას" მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდიასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რუსული ოცნების, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე. 

ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოასავალია, ყველა ესაუბროს მის ამომრჩეველს - მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5%-იანი ბარიერი და არანაირი შანსი რუსულ პარტიას არ დარჩება",-  წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 18%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 25% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 13% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% "საქართველოსთვის" და ა.შ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics