|
2023-11-16 11:40:51, 777 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „FinExCoop საქართველო“ ფარგლებში, მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოში კოოპერატივების განვითარების არსებული მდგომარეობა, სამომავლო პერსპექტივები და საერთაშორისო კოოპერატიულ საზოგადოებასთან დაახლოების გზები განიხილეს მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე „სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის განვითარება საქართველოში, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივიდან“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენცია პროექტის „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) ფარგლებში გაიმართა. პროექტი „FinExCoop საქართველო“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან (MERCY CORPS), სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და Chambre Agriculture de Loiret-თან ერთად. „აღინიშნა, რომ კონფერენცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში გრძელვადიანი სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კონფერენცია მიზნად ისახავს კონკრეტული ინსტიტუციური და ტექნიკური წინადადებების შემუშავებას, რაც საქართველოში ევროკავშირის მსგავსი კოოპერატივების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. პროექტი „FinExCoop საქართველო“ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყანაში კოოპერატივების გაძლიერებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას უწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პროექტის შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურად იყო შეფასებული. საერთაშორისო კონფერენციის „სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობის განვითარება საქართველოში, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივიდან“ დასრულების შემდეგ, პროექტის „FinExCoop საქართველო“ დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)