|
2023-11-15 16:19:38, 1016 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მაჩვენებელი 28,5 მილიარდი ლარია
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე; 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% - მიიმართება განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი მიიმართება თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე მიიმართება 950 მილიონი ლარი. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 6,9 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 4,8 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17%. „ჩემ მიერ ჩამოთვლილ პროგრამებსა და პროექტებზე, ჯამურად, მიიმართება ბიუჯეტის რესურსის 88%, ხოლო 12%-ით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის, სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)