2023-11-15 15:09:55, 625 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე იაპონიის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ირაკლი კობახიძემ ელჩს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),