|
2023-11-14 14:34:50, 808 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია პრეზიდენტის ინტერვიუზე - ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგან სი ძინპინი მათი რჩეული ადამიანია
ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგან სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეული ადამიანია,- ასე ეხმაურება "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის LCI-სთვის მიცემულ ინტერვიუს. როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტი ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადის. "სამსახურებრივი დანაშაულის კასკადი, რომელიც ჩაიდინა საქართველოს პრეზიდენტმა, როდემდე უნდა გაგრძელდეს?! მისი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომ ის ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და შეურაცხყოფას აყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ, ყველა პარამეტრებითა და მაჩვენებლებით, ზესახელმწიფოს პირველ პირს. ვწუხვარ როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე. ბოდიშს ვუხდი ჩინელ ხალხს, რადგან სი ძინპინი ჩინელი ხალხის რჩეული ადამიანია",- თქვა ინჯიამ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მისი შინაგანი რწმენით, გასამართლდებიან, რაც ისტორიული შედეგი იქნებოდა და გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა". გუშინ, 13 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრეზიდენტის განცხადების გამო სინანული გამოხატა. ადმინისტრაციის ცნობით, "პრეზიდენტის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას, ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას". დღეს, 14 ნოემბერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის "პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები".
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)