14:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 13:17:51, 592 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შიდა მტერი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, დამაზიანებელია

​ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს, რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი შეეშალოს.

„ჩემთვის ყველაზე დიდი მტერი არის ქვეყნის შიდა მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ დააზიანოს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. ყველას შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ შიდა მტერი, რომელიც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი. გარე მტერს მოერევი, გაუმკლავდები იმისთვის, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინო. თუმცა, შენივე ქვეყნის წარმომადგენლები რომ დარბიან ყველგან, რათა ხელი შეუშალონ შენს ქვეყანას, მომავალს, იმაში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? საერთოდ როგორ აქვთ ამ ადამიანებს პრეტენზია პოლიტიკაში ყოფნის.

არ მიკვირს, რადგან ისინი არ შეცვლილან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, აჩვენეს მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ გაბედო და აკადრო შენი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც მათ აკეთეს. დღეს, კი ქვეყანას და მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics