|
2023-11-13 14:52:19, 776 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - ოპოზიცია იყოფა 3 ნაწილად – რადიკალი ხელმოცარულები, კონსტრუქციულები და ჩახდილები
გრადაცია მაქვს, რომ ოპოზიცია იყოფა სამ ნაწილად - რადიკალი ხელმოცარულები, კონსტრუქციულები და ჩახდილები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა პარლამენტში არეულობის მოსაწყობად სჭირდება. "მე ასეთი გრადაცია მაქვს, რომ ოპოზიცია იყოფა - არიან რადიკალი ხელმოცარულები, არიან კონსტრუქციულები და არიან ჩახდილები. რადიკალ-ხელმოცარულებს და ჩახდილებს საერთო ინტერესი აქვთ. რა არის ეს ინტერესი? რომ აქ ქაოსი მოაწყონ, არეულობა პარლამენტში და ახლა უნდათ, რომ 2%-მდე დაიყვანო ბარიერი, რომ უფრო მეტი ხელმოცარულები იყვნენ და არ არის ასე. ქვეყნის ინტერესებში არ შედის ხელმოცარულების და აი, ამ ქაოსის და არეულობის მომხრენი შევიდნენ პარლამენტში, - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, 2022 წელს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებდა კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდებოდა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)