|
2023-11-10 10:13:49, 739 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისგან „სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის“ ჯილდო გადაეცა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ ორგანიზებული სკოლა-ბიზნესის ფორუმი ზუგდიდში გაიმართა. ღონისძიებაზე მოსწავლებლებმა ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს 14 სხვადასხვა პროექტი გააცნეს, რომლებიც სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას ისახავდნენ მიზნად. ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა, ელენე ჩხეიძემ გახსნა. დამსწრეებს ბაზისბანკის მიერ განხორციელებული CSR აქტივობები გააცნო ზუგდიდის ფილიალის მმართველმა ირაკლი გოგიშვილმა. წლის განმავლობაში განხორციელებული CSR აქტივობებისა და მოსწავლეთა პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის, ბაზისბანკს "სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის” ჯილდო გადაეცა. „ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, რომ ბაზისბანკის და USAID-ის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვით მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით",- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)