|
2023-11-08 22:04:03, 626 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - პოზიტიური რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად აღიქვამს
დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაციები ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, სამეზობლოში მშვიდობის დასამყარებლად საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. „ევროკომისიამ ახლახანს გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს. მინდა, მივულოცო საქართველოს პრეზიდენტს, მისი ძლიერი და ურყევი ძალისხმევისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგილოცოთ ყველას, თქვენ, ქართველ ხალხს. თქვენ ძლიერად და მუდმივად უჭერდით მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ევროკავშირისგან ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის დიდი აღიარება. დღეს, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის საშინელ მკვლელობას, იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული პოზიტიური რეკომენდაცია ასევე იმედის მომცემი იქნება ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, რომ უფრო დაუახლოვდნენ ქვეყანას. დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაციები ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი როლის შესრულება სამეზობლოში მშვიდობის დასამყარებლად. ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს რეკომენდაციები დაკავშირებულია სამომავლო რეფორმებთან, მათი შესრულება გადამწყვეტი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ამისთვის საქართველომ უნდა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი თქვენთვის, ყველასთვის იქნება, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ბევრჯერ მინახავს ეს, რომ როდესაც თქვენ გაერთიანებულები ხართ, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)