16:48 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 16:06:23, 797 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს!

ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს!- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ძველი ევროპის უმეტესობას არ სწამს ისე ძლიერ ევროპის, როგორც ქართველებს".

"ქართველი ერი განსაკუთრებული ერთობაა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელია, არამედ ევროენთუზიაზმით გამსჭვალულიცაა. ძველი ევროპის უმეტესობას არ სწამს ისე ძლიერ ევროპის, როგორც ქართველებს, ამიტომ ჩვენი ხალხი იმსახურებს დადებით პასუხს!

ამავე დროს, ჩვენი ხალხი არანაკლებ იმსახურებს იმას, რომ არ ცხოვრობდეს ოლიგარქატის და მაფიოზური სახელმწიფოს პირობებში. ეს სასტიკი სისტემა ქართველებს აიძულებს, დატოვონ საქართველო, საკუთარი და მათი შვილების მომავალი ეძებონ ევროპაში, ამერიკაში, არადა ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპა შემოვიყვანოთ ჩვენთან და ზოგადად, დასავლეთიდან ჩვენი ხალხის დაბრუნების პირობები შევქმნათ.

23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან” 20 წლისთავი სრულდება, სწორედ მაშინ ავაფრიალეთ პირველად ევროპის დროშა,  ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ ერთობლივი მანიფესტი ჩვენი ევროპული მომავლის ნათელი ხედვით, ერთიანობისა და განახლების დემონსტრირებით,
გვახსოვდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს გარდა ვერავინ გააკეთებს!"- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შენიშვნა: სოციალურ ქსელში გამოქვეყნებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ექსპრეზიდენტის აღნიშნული განცხადება აღარ იძებნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics