20:46 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 10:47:31, 1068 ნახვა

მსოფლიო
BBC - აშშ-ის სენატში „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელებს“ უკრაინის ხარჯზე ისრაელის დახმარების საშუალება არ მისცეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში "დემოკრატებმა" დაბლოკეს "რესპუბლიკელების" მცდელობა, მიეღოთ კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა ამავე კანონპროექტში არაფერი იყო ნათქვამი რუსეთთან ომში უკრაინის დახმარებაზე. ამის შესახებ BBC წერს.

"დემოკრატები" აცხადებენ, რომ ისრაელის დახმარების გარდა, მნიშვნელოვანია, აშშ-მა არ დაივიწყოს უკრაინა.

”ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც ჩვენს მოკავშირეებს ისრაელში",- თქვა სენატის ვეტერანების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პატი მიურეიმ.

"რესპუბლიკელებს" კი მიაჩნიათ, რომ ისრაელისთვის დახმარების გაწევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და "არც ერთი დღით არ უნდა დაგვიანდეს".

"დრო არის არსებითი და აუცილებელია, რომ სენატმა არც ერთი დღით არ დააყოვნოს ამ კრიტიკული დახმარების გაწევა ისრაელისთვის",- განაცხადა "რესპუბლიკელმა" სენატორმა, როჯერ მარშალმა კენჭისყრის დაწყების წინ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას მიიღო. "დემოკრატებმა" მაშინვე განაცხადეს, რომ მას სენატი მხარს არ დაუჭერდა.

კანონპროექტი რომ კანონად ქცეულიყო, სენატში დამტკიცების შემდეგ, მასზე ხელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა მოეწერა, თუმცა თავიდან ცნობილი იყო ბაიდენის პოზიცია, რომ თუ კანონპროექტი "მის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა", ვეტოს დაადებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics