18:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 13:34:11, 666 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი კირბალზე - ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული

ერთეული შემთხვევები გვაქვს ასეთი ტრაგიკული. სამწუხაროა, რომ ერთეულია, მაგრამ ერთეული შემთხვევები გვაქვს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ვიღაც რომ ითხოვს რაღაც მეტს, მეტ დაპირისპირებას, მეტ დაპირისპირებას მოჰყვება მეტი ესკალაცია სიტუაციისა".

"ეს ესკალაცია რა უმართავ პროცესებში გადაიზრდება, ამაზე ვინმე აგებს პასუხს დღევანდელი ოპოზიციიდან? მათი ქმედებების შედეგი იყო, სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოს აგრესიის შედეგად მოუვიდა",- ამბობს ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე". 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics