|
2023-11-06 21:48:39, 822 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან განვიხილეთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირთან, საუბარი გვქონდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის უახლოეს დღეებში მოსამზადებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ჩვენი, ყველას მოლოდინით უნდა იყოს დადებითი და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც. მინისტრის თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითიც, ფაქტობრივად, უპასუხა ევროკავშირის ყველა მოთხოვნას. „რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს. „ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც, განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაკავშირებადობის საკითხებს - ეს იყო ზუსტად საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირისთვისაც ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს, როგორც საქართველოსთვის", - აღნიშნა მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა კავშირების გამყარებასა და გაუმჯობესებას როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ისე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების კუთხით, რასაც შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. მათ შორის, განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა და ევროკავშირთან ციფრული დაკავშირების საკითხები. „ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვისაც" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)