|
2023-11-06 20:18:50, 1136 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - უკრაინის მიღმა, ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა არ უნდა გამოგვრჩეს
თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩებთან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბორელმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების მიღმა, ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა არ უნდა იქნას გამორჩენილი. "ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმწოდებლები, ჩვენ ვართ უფრო მეტად, ვიდრე შეერთებული შტატები - ციფრები თქვენთვის ცნობილია. გაწევრიანების პერსპექტივა, მდგრადი ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ჩამოყალიბება, სამხედრო დახმარება, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა - ჩვენი სამუშაოს არსებითმა კომპონენტებმა და ამ ყველაფერმა უნდა გააძლიეროს უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ახლა სირთულეებს აწყდება, რათა შეაკავოს რუსეთის შეჭრა და დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია. თქვენ იცით, რომ რუსეთის დანაკარგები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს შეუძლია ძალების აღდგენა. რუსეთი მზადაა, მსხვერპლად შესწიროს მეტი ადამიანი და ტექნიკა, ყოველგვარი სინანულის გარეშე. პუტინამდე სტალინს სჯეროდა, რომ რაოდენობა არის ხარისხის წყარო და ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, რადგან სასწორზე ჩვენი მთავარი ღირებულებები დევს. უკრაინის მიღმა, არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა. უკრაინა, ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს ძველი კანდიდატების რიგს, რომლებიც, წლებია, გველოდებიან და მთელი რიგი იმოძრავებს. ამიტომ ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვხარჯავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე", - განაცხადა ჯოზეფ ბარელმა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)