|
2023-11-06 15:11:40, 540 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შარშან რამდენიმე „ენჯეომ“ და ოპოზიციამ უსამართლოდ დააჩაგვრინეს საკუთარი სამშობლო სხვებს - ახლაც ცდილობენ, კვლავ დაიჩაგროს საქართველო
შარშან რამდენიმე "ენჯეომ" და ოპოზიციამ უსამართლოდ დააჩაგვრინეს საკუთარი სამშობლო სხვებს. ახლაც ვხედავთ ამ მცდელობას, ისინი ცდილობენ, კვლავ დაიჩაგროს საქართველო. იმედი მაქვს, ამ ჯერზე, საქართველოს მეგობრების ხმა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე არა მეგობრების ხმა და საბოლოო ჯამში მივიღებთ სტატუსს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "ამ ხალხს არ უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც სოროსის ფონდს, „გრასს“ და რამდენიმე "ენჯეოს" აქვს, ისინი ამას არც მალავენ". მისივე თქმით, "ეს არის ბოლო გაბრძოლება და შტურმი კანდიდატის სტატუსზე. მეორდება იგივე, რაც შარშან ივნისში, გადაწყვეტილების მიღებამდე ხდებოდა". „მაშინაც, სოროსის ფონდის წარმომადგენლები სტატიებს წერდნენ, წელსაც ვხედავთ, რომ სოროსის ფონდი, „გრასი“ პირდაპირ, ქვეყნის გარეთ ახდენენ აზრის ლობირებას, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამიტომ, თუ მაინც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, აქ უნდა მოხდეს გამიჯვნა, რომ ხალხი იმსახურებს, ან დაწესება დამატებით იმ პირობების, რომ რუსეთს სანქციები დაუწესონ და ა.შ. სინამდვილეში, ამ ხალხს არ უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ქართული ოცნების პირობებში, ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც სოროსის ფონდს, „გრასს“ და რამდენიმე ენჯეოს აქვს, ისინი ამას არც მალავენ. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ ერთი - ისინი უცხოელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებთ, აუცილებლად ჩაწერეთ, გამიჯნეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს ამას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ანუ, ქართველი ხალხი იმსახურებს და მისი არჩეული ხელისუფლება არ იმსახურებს და მეორე - სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა მაშინ თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა მომავალ არჩევნებზე. პოლიტიკური მიზნები აქვთ რამდენიმე ენჯეოს და თავისთავად, ამ პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ეფუძნება ეს სტატიები. მე ერთი რამე მაწუხებს ზოგადად, რომ კიდევ ცდილობენ მათი დონორები რომ რაღაცნაირად წარმოაჩინონ ისინი როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სინამდვილეში საზოგადოების არცერთ სეგმენტს, არცერთ ჯგუფს ისინი საკუთარი თავის გარდა არ წარმოადგენენ. ყველაზე მეტი, ვისაც იცინი წარმოადგენენ, ეს რამდენიმე ელიტური ენჯეო, ეს არის მათი დონორი. ისინი თავს ანგარიშვალდებულად თვლიან საკუთარი უცხოელი დონორების მიმართ და არანაირი პასუხისმგებლობა მათ ქართველი ხალხის მიმართ არ აქვთ. მათი სურვილია ხელისუფლების შეცვლა, ამიტომაც ისინი ცდილობენ, რომ რამენაირად ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მოცემა. ეს არის ბოლო გაბრძოლება და შტურმი კანდიდატის სტატუსზე. შარშან ივნისში სხვა რამე კი არ ხდებოდა, გაიხსენეთ, არქივები ნახეთ, ზუსტად იგივე ხალხი, სტატიები იწერებოდა, განცხადებები კეთდებოდა, ბრიუსელშიც ჩადიოდნენ, შარშან ეს შტურმი იყო წარმატებული მათ შეძლეს გარკვეული მცდარი აღქმები ჩამოეყალიბებინათ საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფში. ამ შედეგს მიაღწიეს შარშან რამდენიმე ენჯეომ და ოპოზიციამ, რომ უსამართლოდ დააჩაგვრინეს საკუთარი სამშობლო სხვებს. ახლაც ვხედავთ ამ მცდელობას, ისინი ცდილობენ, კვლავ დაიჩაგროს საქართველო. იმედი მაქვს, ამ ჯერზე საქართველოს მეგობრების ხმა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე არა მეგობრების ხმა და საბოლოო ჯამში მივიღებთ სტატუსს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)