|
2023-11-06 14:25:42, 506 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება
იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებულად ჩათვლილი. "ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და ეს ყველაფერი შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს, [ზოგი კი განგრძობითია]“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. "ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ შტურმია, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. იმის შესაძლებლობას იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი უშედეგო იყო, იქნებ რამენაირად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. თუკი მოითხოვდა, ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფროების გარანტიები უნდა მოეცათ, მათ გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის, არც ნატო. საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ არ ითხოვს“, - დასძინა პაპუაშვილმა.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)