|
2023-11-06 14:15:26, 6928 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ბათუმში პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა
3 ნოემბერს ბათუმში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ორგანიზაციამ, „თეგეტა გრინ პლანეტმა“, ღონისძიება გამართა. „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ნარჩენების სწორად მართვასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია პარტნიორებს ამჯერად აჭარის რეგიონში გააცნო. „თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტას“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას. შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რასაც „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების გადამუშავების კუთხით აძლევს მათ. გვინდა, რომ გარემოზე ზრუნვის საკითხში კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დადებითი ზეგავლენები გავზარდოთ. „თეგეტა გრინ პლანეტის“ უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა და ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სპეციფიკური ნარჩენების მართვა, მათი რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენაა. ამ პროცესში მეტი კომპანიის ჩართვით კი პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება“. ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, 80-ამდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციების წევრები.
სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: „სასიხარულოა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. მათ დეტალურად გავაცანით მგვ ორგანიზაციების მიზნები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან ეფექტური იქნება მდგრადი მიზნების მიღწევის გზაზე. რაც შეეხება „თეგეტა გრინ პლანეტს“ მისი საქმიანობა სწორედ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზეა აწყობილი. მათ უკვე აქვთ ნარჩენების შეგროვების 45 ლოკაცია და იგეგმება, რომ აჭარის რეგიონში დამატებითი ლოჯისტკის ცენტრებიც გაჩნდეს. მათ შორის შეიქმნას საბურავების, აკუმულატორების, ზეთების გადამამუშავებელი წერტილები. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ცირკულარული ეკონომიკის წახალისებისთვის“. თეგეტასთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და სწორედ ამ იდეით 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა. საქართველოს მასშტაბით „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-ამდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყაზბეგში, თელავში, გორსა და ფოთში. -- Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. პირველ ეტაპზე ორგანიზაცია ზემოაღნიშნულ სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)