19:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-05 22:39:29, 734 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ორი დღის წინ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებას და თქვა, რომ ის მაღალი წარმოდგენისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე და მის გუნდზე.

„იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა. უახლოეს დღეებში გაგაცნობთ ჩვენი მომავალი ბრძოლის გეგმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკში.

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics