20:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 18:03:44, 573 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს

ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ვოლფი საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომლის მთავარი თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციებია. ამ უნიკალური პლატფორმის საშუალებით საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სისტემებში მიღწეული პროგრესი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა და CPT-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ქართულ ინოვაციებს: „ციფრულ უნივერსიტეტს", პატიმართა ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია „რე-მარკეტს", იუსტიციის სახლების ფილიალების გახსნას საპატიმროებში; აღინიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს დიდი ზომის ციხეების მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლების პროცესი – ლაითურის პენიტენციური დაწესებულება სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება, რუსთავში კი, დაწყებულია  მცირე ზომის ციხის მშენებლობა.
 
"შეხვედრის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა CPT-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილეობისათვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს აღნიშნულ ორგანიზაციასთან საქართველოში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პენიტენციური სისტემის გაძლიერებისა და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მისი შემდგომი დაახლოების მიზნით.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ნიკა ცხვარაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics