|
2023-11-02 17:48:44, 638 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიცია მარცხდება საქართველოს წინაშე, ახლა გეოპოლიტიკაზე საუბრობენ - შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა EU-სთან?
შარშან ივნისში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ენმ-ში "უკვე აღიარეს და ფაქტია, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ". „მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელ განცხადებაში, რომ დიახაც, საუბრები აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. პირდაპირ უკვე აღიარებაც გვაქვს რადიკალური ოპოზიციის ქოლგა ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ასე რომ, ეს უკვე ფაქტია, ოპოზიცია და მისი რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ საქართველოსთვის. ყველა ხედავს, რომ მარცხდებიან ისინი საქართველოს წინაშე და ახლა დაიწყეს ახსნების ძიება, მათ შორის გეოპოლიტიკაზე საუბრობენ. რა შეიცვალა შარშანდელი ივნისიდან გეოპოლიტიკაში? შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან, თუ რა ცვლილება არის გეოპოლიტიკაში ისეთი, რომელიც შარშანდელ ივნისთან შედარებით წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მიდის. სინამდვილეში, მაშინ ისინი ცდილობდნენ, დეზინფორმაციით ნეგატიური აღქმა შეექმნათ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მათი დეზინფორმაციული შტურმი აღმოჩნდა წარმატებული, შექმნეს ნეგატიური აღქმა საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯგუფებმა, მათ შორის მათმა მფარველებმა უცხოეთში და იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს, რომ ევროკავშირს მიეღო უსამართლო გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, წელს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ 8 ნოემბერს. ველოდებით შეფასებას. 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება ჩვენს ერში და რომლის პრინციპებსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ 8 ნოემბერი, ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)