|
2023-11-01 21:30:19, 927 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა გაეცნო
სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ იუსტიციის სახლის კონცეფციას, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ ინოვაციურ მოდელს და იმ 470-ზე მეტი სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 117 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია ხელმისაწვდომი. "დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად უმასპინძლა. ხორვატიის იუსტიციის მინისტრი ივან მალენიკა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით თბილისში იმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)