21:38 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 15:36:53, 733 ნახვა

პოლიტიკა
მელია ენმ-ის მენეჯმენტს - ხელფასი, მანქანა, ბენზინი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს

გამოდის, პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება "ქართულ ოცნებისთვის",- ასე მიმართავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის მენეჯმენტს.

მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და პარტიის მენეჯმენტს რამდენიმე შეკითხვას უსვამს. 

"მინდა ოპოზიციას, კონკრეტულად კი, "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მენეჯმენტს დავუსვა კითხვა, რომელიც ლეგიტიმურად აქვს ხალხს, აინტერესებთ პარტიის მხარდამჭერებს - კონკრეტულად რა საქმეზეა "ნაციონალური მოძრაობა" დღეს პარლამენტში:

1. იმის ფონზე რომ, არ შედგა არავითარი მუშაობა 12 პუნქტთან დაკავშირებით, 12 პუნქტიდან შესრულებულია მხოლოდ სამი, ევროკომისიის დასკვნა კი ერთ კვირაში იქნება, ანუ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ვერაფერი გაკეთდება - ვაიძულებთ ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები, ანუ იძულებითი დემოკრატიზაციის მცდელობა არ გამოვიდა.

2. 2023 წლის იანვრიდან, პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ.

3. ოპოზიციას, 50 ხმის არსებობის შემთხვევაში, აქვს კომისიის შექმნის უფლება - ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ. 

ანუ გამოდის, პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება "ქართულ ოცნებისთვის". მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი "ოცნების" პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად.

"უცხოელები გვთხოვენ, ვიყოთ აქ" - არგუმენტი არ მიიღება, რას გთხოვენ, უფლებამოსილებას არ გაყენებინებენ, მაგრამ არაუშავს, აქ ისხედით მაინცო?

კითხვა რიტორიკულია, თუმცა პასუხებს სიამოვნებით მოვისმენ",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics