21:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 13:55:56, 830 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით

სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე ლაპარაკობენ", - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის CBS-თან ინტერვიუს.

კარასინის თქმით, "მსგავს საჯარო განცხადებას ბოდვის გარდა სხვა ვერაფერს უწოდებს".

"სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს პარაზიტირებას რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე ლაპარაკობენ". პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას, გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა ბოდვისა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისსაც ესმის", - წერს კარასინი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics