|
2023-11-01 11:46:01, 672 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ მემკვიდრეობიდან, რომელიც იყო პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაექმნა
ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია. "მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია. პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ, ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. კერძოდ, შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3 000-ზე მეტი საქმე და შედარებისთვის – 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში",- განაცხადა პრემიერმა.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)