|
2023-10-31 21:51:52, 763 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი პეკინში გამართულ ფორუმზე - ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლისა და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება
ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლისა და პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, ფარული შეხვედრა და დიალოგი არავისთან გვქონია, - ასე ეხმაურება ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2023 წლის 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს. ეკონომიკის მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მონაწილეობა ყოველ ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს - "რომ საქართველოს ინტერესები უკეთ იყოს წარმოჩენილი და საბოლოოდ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ხალხს". მისი შეფასებით, "დანარჩენი ყველაფერი არის სრული სპეკულაცია და ოპოზიციის მიერ სკანდალის შექმნის უსუსური მცდელობა". „ჩინეთში დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი ძინპინმა და იქ მისი მიწვევით ვიმყოფებოდით. ჩვენ ზუსტად ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა - დამატებითი შეხვედრები, „კარს მიღმა დიალოგი" და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი ფორმატი არ არსებობს. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, მოსახლეობის დაბნევის მორიგი მცდელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება. სხვა შემთხვევაში, ეს იქნებოდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან არასწორი დამოკიდებულება. ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა. პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც ჩვენ ასეთ ან სხვა ფორუმებში ვიღებდით, ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)