22:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 15:10:24, 709 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია „ოცნებას“ - მინდა, დაველაპარაკო სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ

მინდა, დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ, - ასე მიმართა „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხვიჩიას განცხადებით, მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებები, ირღვევა, რადგან მას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ ეძლევა.

„საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, როდესაც არჩვენები უნდა ჩატარდეს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ, რა უნდა „ნაცმოძრაობას", იმიტომ, რომ თუ მასთან ამას არ გაარკვევ, სხვანაირად შეუძლებელია სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას".

მსურდა გადამეცა მისთვის [სააკაშვილისთვის], რომ თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები, წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგიერთი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტიის წევრები ეგუებიან, რომ მასთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით", - განაცხადა ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics