18:01 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 14:17:08, 810 ნახვა

პოლიტიკა
კირკიტაძე „ოცნებას“ - სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ და მერე იფიქრეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ნდობის ხიდების აღდგენაზე

კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს - ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კირკიტაძის თქმით, შარშან ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი პირობების შეუსრულებლობის გამო არ მიანიჭა.

"ევროპა გვინდაო, რამდენჯერმე გაიმეორეთ და დადიხართ ჩინეთში, ესწრებით სამიტებს, სადაც ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებული ადამიანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, ხოლო ვინც ევროპულ დედაქალაქებში დადის, იმ ადამიანს იმპიჩმენტს უცხადებთ. კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საინტერესო რაღაც თქვა, ახალ ფორმატებს იგონებთო და მართლა მაინტერესებს, ეს 3+3 რა ფორმატია, რატომ უნდა ვიყოთ იქ, ირანთან ან რუსებთან ერთად? ეს საკითხავია.

თუ ასეთი წარმატებულები ხართ, შარშან, როცა მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ქვეყანას რატომ არ მისცეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ წარმატებული კი არა, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენ და ჩვენი ხალხისთვის, ის პირობები ვერ შეასრულეთ, რაც გვქონდა. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც გავიგეთ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის, ნდობის ხიდის აღდგენა გვინდაო, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი აღადგინეთ, ის ჯობს - ხალხმა ისარგებლოს, გადავიდეს-გადმოვიდეს და მერე იფიქრეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნდობის ხიდების აღდგენაზე", - განაცხადა კირკიტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics