13:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 11:05:19, 641 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო - ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ვამხილეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა და ოპერატორი გაგა ბოჭორიშვილი თბილისში, "დელისის" მეტროსადგურის მიმდებარედ სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის დაკავების პროცესს იღებდნენ, რა დროსაც ბრალდებულებმა ტელეკომპანია „ფორმულას" თანამშრომლებს აგრესიული ქცევით და თავდასხმით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე არასრულწლოვანს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან დღემდე, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე 16  პირი ამხილა",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics