|
2023-10-30 14:35:15, 699 ნახვა
პოლიტიკა
DRI - თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის შენობა დაუთმო
თელავის სახელმწიფო თეატრმა „ალტ-ინფოს“ შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო. ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს. DRI-ის ცნობით, შეხვედრა თელავში 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. "თელავში შეხვედრა 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება. თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77 309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. თელავში ჩატარებულ შეხვედრაზე ღიად პრორუსული ძალის წარმომადგენლებმა „ანტიმაიდნის“ მნიშვნელობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შოთა მარტინენკომ დაადასტურა, რომ პრორუსული დაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება",- ნათქვამია DRI-ის ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, შეხვედრები თელავის გარდა გორში, რუსთავსა და მცხეთაშიც გაიმართა. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, "ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით ლოიალურია". "ერთი მხრივ, შსს „ანტიმაიდანთან“ დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოუწოდებს ხელისუფლებას:
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)