2023-10-24 22:41:52, 585 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი პალესტინის პრეზიდენტს ხვდება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, ემანუელ მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ აბასთან შეხვედრას დასავლეთ სანაპიროზე მართავს.
რამალაში ჩასვლამდე მაკრონი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიჰაუს შეხვდა და „ჰამასის“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ცნობისთვის, მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდსაც შეხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,