02:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 18:42:32, 699 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, ასევე პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გზები და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს. 

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

"საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, რომელიც წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
საუბარი შეეხო ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც საქართველოში გასულ წელს ამოქმედდა და  მისი მიზანი, ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირების გზით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა, ის გარემოება, რომ უკვე განხორციელებული პროექტების შედეგად, საქართველო 2 წლით უსწრებს ადამიანური კაპიტალის პროგრამის სამიზნეებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აჰმედ ლევენტ იენერი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics