02:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 17:02:47, 639 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ხუთი ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს. საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 10 კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ -  გიორგი ბახტაძე, დავით ყაზარაშვილი, ზვიად გუბელაძე, ემზარ გაგნიძე და ლონდა ბიჭიკაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს არჩეული წევრები წარადგინა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, დღეს ყველა გამარჯვებულია, რადგან თითოეულმა კანდიდატმა ამ პროცესში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თვითმმართველობის გაძლიერებაში და პროკურატურის განვითარებაში.

ასევე, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წინა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა.

„ელექტრონული კენჭისყრა, წინ გადადგმული ნაბიჯია და გამჭირვალობის, ეფექტიანობის, ადამიანური რესურსის და დროის დაზოგვის მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

გენერალურმა პროკურორმა ამ შესაძლებლობისთვის და გაწეული შრომისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროკურატურის შიდა ცენტრალურ კომისიას მადლობა გადაუხადა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, საპროკურორო საბჭო 2015 წელს დაწყებული პროკურატურის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რამაც პროკურატურის მართვაში და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა პროკურორის და გამომძიებლის ჩართულობა გააძლიერა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები ჩართულები არიან პროკურატურის მართვის კოლეგიური საბჭოების საქმიანობაში და მონაწილეობენ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის - გენერალური პროკურორის არჩევა, მისი მოადგილეების დისციპლინარული დევნა, პროკურორების წახალისება და დაწინაურება, მათი დისციპლინარული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, ახალი თანამშრომლების მიღება, პროკურორების რანგირება და შეფასება, სტრატეგიის და სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, მოდიფიცირება თუ სხვა.

„ამ ჩამონათვალით ნათელია თუ რაოდენ დიდი რეფორმა გატარდა ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში. მე ამ რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2015 წლიდან და შედეგი, რომელსაც ვხედავ, ძალიან საამაყოა ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ის რეფორმა, რაც გავატარეთ, ცალსახად გამართლებულია. ამ შედეგებით, რომელიც პროკურორთა თვითმმართველობის გაძლიერების მხრივ გვაქვს, მოწინავეები ვართ ევროპის მასშტაბით. დღეს მიდის მსჯელობა ბევრ ქვეყანაში მსგავსი კოლეგიური მართვის ორგანოების შექმნაზე", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის  თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს  საქართველოს  პროკურორთა  კონფერენცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics