13:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 16:34:00, 873 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს

ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, "დიდი სიმპათიითა და შეშფოთებით" აკვირდება ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ფინანსურად, ჰუმანიტარული დახმარებით და ასევე იარაღით. ისრაელის მხარდაჭერა უკრაინის დახმარებაზე გავლენას არ მოახდენს.

7 ოქტომბრის საშინელი დილის საათებიდან ჩვენ დიდი სიმპათიითა და შეშფოთებით ვაკვირდებით ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრალში ჩავიდა, სადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics