|
2023-10-24 01:21:59, 841 ნახვა
მსოფლიო
ჯონ კირბიმ ირანი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებზე თავდასხმებში დაადანაშაულა
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ირანი დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებზე თავდასხმების „აქტიურ ხელშეწყობაში“ - განსაკუთრებით კი ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე. „ირანი აგრძელებს ჰამასისა და ჰეზბოლას მხარდაჭერას და ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით აკვირდება მიმდიანრე პროცესებს, ზოგიერთ შემთხვევაში ის თავად უწყობს ხელს ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს, თეირანი ცდილობს, რომ მათი ეს ჩართულობა უარყონ გარკვეულ დონეზე , თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივცეთ მათ ამის უფლება“ - აღნიშნა კირბიმ. სირიაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ლიბანური სააგენტო Al Mayadeen იტყობინება. დარტყმები განხორციელდა უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით აშშ-ს ბაზებზე ალ-ტანფში, ალ-ომარსა და ალ-შადადში. სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ჯო ბაიდენმა გამოსვლა შეაწყვეტინა. პრეზიდენტი უმალ მივიდა თეთრი სახლის სიტუაციურ ცენტრში, რადგან, როგორც მან თქვა „არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს“. თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში ბაიდენთან ერთად იმყოფება ასევე CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსიც. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს აგზავნის. ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში გეგმავენ აშშ-ს ჯარებზე იერიშების განხორციელებას.
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)