05:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 13:05:01, 621 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაკეთებული კომენტარი ახსნა. 

"ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერს და სახელმწიფოს და ამ საკითხისადმი ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება, ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები და არგუმენტიც მოვიყვანე ამის, რაც მერე, სამწუხაროდ, სხვანაირად გამოიყენეთ. 

ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ აღნიშნული არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება გვქონდეს, თორემ ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ და ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ და თუ დაინტერესებულხართ 2050 წელს და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას, იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი, არ გვაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში“, - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics