|
2023-10-18 12:01:58, 568 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა, რეკრეაციული სივრცე მოეწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სკვერის მოწყობამდე, აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას, ახალი პარკების მოწყობა-რეაბილიტაციას. გვახსოვს მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო წლების წინ - რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები ჩაეტარებინათ. ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტს ბევრი სივრცის გამოსყიდვა და დაბრუნება მოუწია. ერთ-ერთი ასეთია „მზიურის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობა განახორციელა და ეს ტერიტორია თბილისელებს დაუბრუნდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით. სამუშაოები უკვე დასრულებულია. შედეგად „მზიურის“ პარკის ტერიტორია 2.5 ჰექტრით გაიზარდა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონცერტი გაიმართება. „პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მოეწყო მოსასვენებელი და სატრენაჟორო სივრცეები. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს. პარასკევს, 19:00 საათზე, „მზიურის“ პარკში გელოდებით ყველას კონცერტზე. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)