|
2023-10-16 20:03:35, 634 ნახვა
საზოგადოება
დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, პროკურატურის მენეჯერების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურის მენეჯერების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის იმსჯელეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში დანერგილ მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, დისკუსია შეეხო გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკულ ასპექტებს. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოების საკითხს. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა და მულტისექტორული სამუშაო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)