17:07 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 15:01:05, 900 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით ბათუმში DATA BOOTCAMP ჩატარდება

"თიბისის" განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ბათუმში Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ მიმართულებებს: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML) და კომპიუტერული ხედვა (CV).

პროექტის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩართვებიან ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებზე, ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია "თიბისი", რომელიც რჩეულ მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსში ჩაერთონ და "თიბისის" პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/iny15

Data Bootcamp-ი ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში გ. ლეონიძის ქ. N15.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics