|
2023-10-12 10:51:41, 750 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრას საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე პროკურორთა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ისაუბრეს, სადაც საქართველოს პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები საბჭოს 5 ახალ წევრს ელექტრონული არჩევნების წესით პირველად აირჩევენ. "ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გენერალურ პროკურორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ და მას პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხები გააცნო. გენერალურმა პროკურორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ხმის დათვლის თანამედროვე, ელექტრონული სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს როგორც ადამიანური რესურსისა და დროის დაზოგვას, ასევე შედეგების მიმართ სანდოობისა გამჭვირვალობის გაზრდას. შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საარჩევნო პროცესებში ინოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საქართველოს პროკურატურასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)