|
2023-10-11 15:27:25, 875 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ფერმერებისთვის ტრენინგი, თემაზე „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ ჩატარდა
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მიზნით, სააგენტო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის ტრენინგები, თემაზე "ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროტურიზმი“ 30-მდე ფერმერმა გაიარა. "მონაწილეები გაეცნენ აგროტურიზმის სპეციფიკასა და პრინციპებს, დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში. აგროტურიზმი დაცული ტერიტორიების მიმდებარე ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ვიზიტორებს გააცნონ ტრადიციულ სოფლის მეურნეობის პრაქტიკა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართონ; ტრენინგის მონაწილეებმა, თეორიულთან ერთად, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე აგროტურისტული ობიექტი დაათვალიერეს. ტრენინგები GEF/UNDP/CNF-ის პროექტის „დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მიზანია დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებით პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ორგანიზაცია „საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელი“ (GePAFN)",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)