|
2023-10-10 12:00:23, 752 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენ შერეფ მალკოჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა შერეფ მალკოჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო ადამიანის უფლებების, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით ახორციელებს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. „მხარეებმა, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიასთან ერთად, თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას დაათვალიერებენ და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი. ასევე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)