|
2023-10-09 17:21:01, 666 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ გახსნის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეცნიერო კონფერენციას "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები" გახსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კონფერენცია ხვალ, 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართება. "10-13 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ღვინის დღეების" და ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის" ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები". კონფერენციის მიზანია, მევენახეობა და მეღვინეობის დარგის მკვლევრებსა და მუშაკებს, მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა დისციპლინების ექსპერტებს, დაინტერესებულ პირებს და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევებით მიღებულ შედეგებზე და მოახდინოს მომავალი კვლევების პრიორიტეტების გამოკვეთა. კონფერენციას დაესწრება მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენელი 24 მეცნიერ-მკვლევარი და ექსპერტი",- აღნიშნულია ინფორმაციაში,
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)