|
2023-10-09 17:14:47, 668 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა
იუსტიციის სამინისტრომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ევროინტეგრაციის პროცესში მიგრაციის მართვის მნიშვნელობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ მანფრედ პროფაზთან შეხვედრაზე. "მხარეებმა მიგრაციის მართვის პროცესში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის საქმიანობაზეც იმსჯელეს, რომელიც IOM-ის წარმომადგენელთა განცხადებით, არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს", როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს, წარმომადგენლები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)