|
2023-10-09 15:38:00, 693 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ფესტვენიძე - ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება, - აღნიშნულის შესახებ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა, ეკატერინე ფესტვენიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე. „ბავშვთა ონკოლოგია, ჩვენს ქვეყანაში, დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს, ოჯახებთან ერთად, საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ და ეს ფსიქოლოგიურ წნეხთან ერთად, ძალიან დიდი ფინანსური ტვირთი იყო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,განისაზღვრა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. პრობლემის გადაჭრა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო. სახელმწიფო იწყებს მუშაობას ცენტის მშენებლობაზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. ამ პროცესებს გარკვეული დრო სჭირდება და აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ სანამ ქვეყანას ახალი ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო ექნება, ბავშვებს საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ“,- განაცხადა ეკატერინე ფესტვენიძემ. „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია. „სამი თვის შედეგებით, პროგრამით 11-მა ბავშვმა ისარგებლა, 8 მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს, 3 ბავშვი კი ქვეყანაში უკვე დაბრუნდა. ჩვენ, ამ ბავშვებთან, მათ მშობლებთან და კლინიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მინისტრის შვილობილი პროექტია. მისი ჩართულობა პროცესში ყოველდღიური იყო. ზურაბ აზარაშვილმა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, ცოტა ხნის წინ, თავად მოინახულა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა“,- განაცხადა ეკატერინე ფესტვენიძემ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)