|
2023-10-08 18:53:08, 706 ნახვა
საზოგადოება
გრიშაშვილის სკვერში ხარფუხობის დღესასწული გაიმართა
გრიშაშვილის სკვერში ტრადიციად ქცეული ხაფუხობის დღესასწაული, ე.წ. გრიშაშვილობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, სკვერის მიმდებარედ, განსხვავებული კონცეფციის - იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია ტიპის მუზეუმი გაიხსნა - აღნიშნული სივრცე პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ დამსწრეთ ხარფუხობის დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა თბილისური ყოფისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. კრწანისის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ეს დღესასწაული მოსახლეობისთვის საყვარელ თარიღად იქცა. მისივე განმარტებით, წელს სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მაღალია, რადგან იქაურობას ლამაზი სივრცე - გრიშაშვილის სახელობის ღია ტიპის მუზეუმი შეემატა. „მეხუთე წელია მიმდინარეობს ე.წ გრიშაშვილობა, იგივე ხარფუხის დღესასწაული, სადაც ერთი საათით ცოცხლდება გრიშაშვილისეული ძველი თბილისი. ამას გარდა, აქ მოეწყო იოსებ გრიშაშვილის ღია მუზეუმი. მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. ღონისძიების ფარგლებში, სკვერში თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა. გაცოცხლდა ძველი ხარფუხი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეკვიზიტი და ძველქართული კოსტიუმი, რომლის მორგება და ფოტოების გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გრიშაშვილის სკვერში გამართულ ღონისძიებას, ასევე, მერის მოადგილე კახა გულედანი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)