|
2023-10-06 16:31:33, 798 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ კონფერენციას - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“ უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორდღიანი კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დანიის თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედმა მდივანმა, პერნილ ვედსგაარდ ლანგებერგმა გახსნეს. „ისინი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურად მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში დანიის სამეფოს გაწეული დახმარება. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებს ქართველი და დანიელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოსა და დანიის სახელმწიფოების ურთიერთობის დინამიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, გლობალური და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდიან და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს პატარა ქვეყნების პერსპექტივის ჭრილში გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის განმავლობაში თემატური და პანელური დისკუსიებიც წარიმართება, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)