|
2023-10-06 11:45:34, 869 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელის დანერგვას განაგრძობს
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) დანერგვის პროცესში მონაწილეობენ, სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, შეფასების ერთიანი სისტემის მიზანია, საჯარო უწყებებში შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გაუმჯობესება, რასაც უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის სისტემატური და კომპლექსური თვითშეფასება. "საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის შესაბამისად სააგენტოში შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს: ხარისხის მართვის სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას; მოქალაქეთა კმაყოფილების ზრდას; ორგანიზაციის მუდმივ განვითარებას; თვითშეფასების საფუძველზე სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას; საჯარო უწყებებში შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას. შეფასების ერთიანი სისტემა ევროპაში სპეციალურად საჯარო სექტორისათვის შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, იტალიისა და ნიდერლანდების სამეფოს ათასობით საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)